საერთაშორისო კონფერენცია
„ევროპული ღირებულებები და იდენტობა:
ევროპეიზაციის მრავალი განზომილება”
25-26 ოქტომბერი, 2016
GEO ENG FRA

საერთაშორისო კონფერენცია

ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება

 

ორგანიზატორები და პარტნიორები: ა(ა)იპ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia Proeuropa, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო. 

კონფერენციის თარიღი: 25-26 ოქტომბერი, 2016 წ.

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, და ფრანგული (სინქრონული თარგმანით) 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო, და Georgia Proeuropa გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 25-26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის თემაა ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება

თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობისა და პროგრესის იდეები, რომლის დამკვიდრებაშიც განსაკუთრებული როლი მიუძღვის განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფიას, აყალიბებს საზოგადოების ევროპულ მოდელს. შესაბამისად, დღეს ევროპეიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპული ღირებულებების გაზიარება.

ევროინტეგრაცია და მისი თანმხლები ევროპეიზაციის პროცესი, როგორც ევროკავშირის ღირებულებების და ნორმების გავრცელების მექანიზმი, უაღრესად აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, განსაკუთრებით 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება საფუძველს ქმნის ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, ერთიანი ევროპული ბაზრის წვდომისა, და ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებისთვის; ამდენად, უდავოდ მნიშვნელოვანია ევროპეიზაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განზომილებების სათანადოდ გააზრება და ამ საკითხზე აკადემიური დისკურსის გაღრმავება.

კონფერენცია მულტიდისციპლინურია; მიიღება ნაშრომები შემდეგი სფეროებიდან: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი, ჰუმანიტარული და განათლების მეცნიერებები.

ნაშრომები მიიღება როგორც გამოცდილი მკვლევრებისგან, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისგან. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი დაჯილდოვდება.

მოხსენების სტატიის ბეჭდვა

საუკეთესო 10 სტატია გაივლის საერთაშორისო ექსპერტიზას და დაიბეჭდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინგლისურენოვან ონლაინ რეფერირებად ჟურნალში „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა“. სტატიები დაიბეჭდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მონაწილეებმა სრული სტატიები უნდა გადმოაგზავნონ 2016 წლის 1 დეკემბრამდე. 

გთხოვთ, ნებისმიერი კითხვისთვის კონფერენციასთან დაკავშირებით  მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: conference2016@css.ge 

კონფერენციის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი და Georgia Proeuropa.

___________________________________________________________________

აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია რიგით მეორეა, რომელიც ევროპული ღირებულებებისა და იდენტობის საკითხებს მიეძღვნა. პირველი საერთაშორისო კონფერენცია ამავე სახელწოდებით "ევროპული ღირებულებები და იდენტობა" 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://georgie-europe2014.tsu.ge/french_geo/